სავიკ შუსტერს უკრაინაში მუშაობის უფლება გაუუქმეს

ცნობილ ტელეჟურნალისტს, ტოქშოუ “შუსტერ ლაივის” წამყვანს, სავიკ შუსტერს უკრაინაში მუშაობის უფლება გაუუქმეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს ინფორმაცია ტელეარხის 3S.tv-ს მმართველმა პაველ ელიზაროვმა დაადასტურა. „დღეს დილით ჩვენი იურისტები დასაქმების ფონდს დაუკავშირდნენ, რომლებმაც გვითხრეს, რომ მუშაობის უფლება გაგვიუქმეს“, – განაცხადა ელიზაროვმა. მისი თქმით, სავიკ შუსტერს 31 მარტს მუშაობის უფლება მისცეს, მაგრამ 25 აპრილს ის გააუქმეს, რისი მიზეზიც ელიზაროვმა არ იცის. სავიკ შუსტერი კანადის და იტალიის მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები