პეტერბურგში ქალი დააკავეს, რომელიც ბავშვის გაყიდვას აპირებდა

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში 33 წლის ქალი დააკავეს, რომელიც ახალშობილის გაყიდვას აპირებდა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება. ასიათ ლაბაზანოვას წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ადამიანების ვაჭრობის მუხლით. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა გამოძიებაში მონაწილე ორი პირისგან 5 ათასი რუსული რუბლი, ასევე 470 ათასი რუბლის ყალბი კუპიურები მიიღო. ის 2016 წლის 20 აპრილს დაბადებული შვილის გაყიდვას ცდილობდა. ამჟამად ბავშვი სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული, ხოლო დაკავებული ქალის საქმეს სასამართლო განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები