ოდესაში მერის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართა

ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის გადადგომის მოთხოვნით ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, მერიასთან გაშლილი კარვების ქალაქს 20-მდე დაუდგენელი პირი თავს დაესხა და ის დაარბიეს. აქტივისტებმა თავდასხმა მოიგერიეს და შემდეგ საბურავებს ცეცხლი მოუკიდეს. კარვების ქალაქზე თავდასხმაში მონაწილე ხუთი პირი დაკავებულია.
ცნობისთვის: 2015 წლის ოქტომბერში გენადი ტრუხანოვმა ოდესის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. თავის მხრივ, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მეორე ტურის დანიშვნას მოითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები