თურქეთმა სირიის საზღვართან დამატებითი შეიარაღება გადაისროლა

ქალაქ კილისთან, რომელიც სირიის მხრიდან ბოლო დროს რამდენჯერმე დაიბომბა, თურქეთმა დამატებითი შეიარაღება განათავსა. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, საუბარია ტანკებზე, არტილერიაზე და სარაკეტო დანადგარებზე. ასევე დაზვერვის მიზნით აქ უპილოტო საფრენი აპარატებიც განთავსდება. თურქი სამხედროები ამბობენ, რომ სირიის ტერიტორიიდან ცეცხლი რუსეთის წარმოების მობილური სარაკეტო დანადგარებიდან გაიხსნა, რაც მათი ადგილმდებარეობის დადგენას ართულებს. თურქული მხარე ამ თავდასხმებს საარტილერიო ცეცხლით პასუხობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები