ნიუ-დელის მუზეუმში ხანძარმა ფლორის და ფაუნის იშვიათი ნიმუშები გაანადგურა

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელის ნაციონალურ მუზეუმში ხანძარმა ფლორის და ფაუნის იშვიათი სახეობები გაანადგურა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ინდოეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ შეატყობინა. ცეცხლი მუზეუმის მეექვსე სართულზე გაჩნდა და შემდეგ სხვა სართულებსაც მოედო. ცეცხლის ჩაქრობაში 30 მეხანძრე მონაწილეობდა. მათგან ექვსი დაშავდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
როგორც სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, მუზეუმის სახანძრო უსაფრთხოების მექანიზმები არ მუშაობდა და ამიტომ მის ჩაქრობას დიდი დრო დასჭირდა. მუზეუმის კოლექციაში წარმოდგენილი იყო პეპლების, ბაყაყების, გველების და ხვლიკების იშვიათი სახეობები, ასევე გადაშენების პირას მყოფი ვეფხვები და ლეოპარდები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები