ბაღდადში ტერაქტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა ტერორისტულ აქტს, რომელიც ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში, შიიტების რაიონში მოხდა. 39 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. აფეთქება კინოთეატრის სიახლოვეს მოხდა. რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ერაყის დედაქალაქში ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მესამე ტერაქტი მოხდა. ბოლო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები