ავსტრალიის ფლოტს შეიარაღებაში ფრანგული წყალქვეშა ნავები ეყოლება

ფრანგულმა კომპანიამ DCNS-მა ავსტრალიური ფლოტისთვის 12 წყალქვეში ნავის მშენებლობაზე კონტრაქტი მოიგო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გრანგული კომპანიისგან წყალქვეშა ნავების შეძენის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა განაცხადა.
კონტრაქტის საერთო ღირებულება 39 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ის ავსტრალიის ისტორიაში უმსხვილესი სამხედრო კონტრაქტი იქნება. კონტარქტის ფარგლებში ფრანგულმა კომპანია DCNS-მა უნდა ააშენოს 12 ერთეული „ბარაკუდის“ ტიპის წყალქვეშა ნავი.
მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სამხედრო ბიუჯეტს 195 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. ამ თანხების უდიდესი ნაწილი სამხედრო-საზღვაო ფლოტის მოდერნიზაციას მოხმარდება. წყალქვეშა ნავების გარდა ავსტრალია 9 ფრეგატის, ასევე სანაპირო დაცვის რამდენიმე ხომალდის შეძენას გეგმავს. სამხედრო ხარჯების მატებას ავსტრალია ჩინეთის მხრიდან საფრთხის ზრდას უკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები