სტოკჰოლმში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ შესაძლოა, ტერაქტს გეგმავენ

ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ შვედეთში იმყოფებიან და სტოკჰოლმში ტერაქტს გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაცია შვედეთის უსაფრთხოების პოლიციამ ერაყის უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღო.
გავრცელებული მონაცემებით, სტოკჰოლმში 7-8 ტერორისტი იმყოფება, – წერს შვედური გამოცემა Expressen-ი. „არსებული ინფორმაციით, ტერორისტები დედაქალაქის სამოქალაქო ობიექტზე თავდასმას გეგმავენ“, – წერს Expressen-ი.
შვედეთის უსაფრთხოების პოლიცია ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს. თუმცა აღნიშნავს, რომ არსებულ მონაცემებს ამოწმებს.
ცნობისთვის, ბელგიის ტერაქტების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები