როგორი დამოკიდებულება აქვს პუტინს ევროკავშირის და ნატოს მიმართ? – ობამას მოსაზრება

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოსაზრებით, ვლადიმერ პუტინი ნატოს და ევროკავშირს „რუსეთის ძლიერების საფრთხედ“ აღიქვამს. ამის შესახებ ობამამ ტელეარხ CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ბატონი პუტინი ნატოს, ევროკავშირს, ტრანსატლანტიკურ ერთობას რუსეთის ძლიერების საფრთხედ აღიქვამდა“, – ასე უპასუხა ბარაკ ობამამ შეკითხვას: მიიჩნევს ის თუ არა, რომ პუტინს „ევროპის დაყოფა“ აქვს განზრახული. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინი „ამაში ცდება“.
„მე მას ვუთხარი, რომ სინამდვილეში ძლიერი, გაერთიანებული ევროპა დაინტერესებულია ძლიერ, სხვა ქვეყნებთან კონტაქტით დაინტერესებულ რუსეთთან თანამშრომლობით – ესაა სწორი რეცეპტი, მაგრამ მისი ბოლომდე ამაში დარწმუნება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები