იაპონიაში მიწისძვრით დაზარალებულთათვის 3 000 დროებით საცხოვრებელს ააშენებენ

იაპონიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის 3 000 დროებით საცხოვრებელს ააშენებენ. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ტარო კონომ განაცხადა. 14 აპრილს დაწყებული მიწიქვეშა ბიძგების შემდეგ კუმამოტოს პრეფექტურის ათობით ათას მოსახლეს გაქცევა მოუწია. საერთო ჯამში, 910 მიწისქვეშა ბიძგი მაქსიმალური მაგნიტუდით 7, 3 დაფიქსირდა.
„ჩვენ გვსურს ყველა შესაძლო ზომის მიღება იმისთვის, რომ მათ შეძლონ ცხოვრებისთვის უფრო კეთილმოწყობილ პირობებში გადასვლა, სანამ ცხელი ამინდები არ დაწყებულა“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, დროებითი საცხოვრებლების მშენებლობა დაუყოვნებლივ დაიწყება მას შემდეგ, რაც მიწის ვიბრაციები შეწყდება. გარდა ამისა, დაზარალებულებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო სახლებში – 9 000 ბინაში ჩაასახლებენ, კუმამოტოს პრეფექტურაში კი მათთვის 1 500 კერძო სახლს უქირავებენ. შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, კიუსიუზე მიწისძვრის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 14 მოსახლე ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ გარდაიცვალა.
13084229_1174717279235175_1978112163_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები