ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევამ 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა: 3 ბორბლიანი ტრანსპორტი სატვირთო მანქანას დაეჯახა, რის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ინციდენტი ქალაქ კოპალის მახლობლად მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, 11 დაღუპულს შორის 9 – ქალი იყო. ყველა ადგილზევე დაიღუპა. დაშავებული 5 ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სერიოზულია, – წერს უცხოური მედია. აღსანიშნავია, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი ავარიის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები