არაღიარებული ყარაბაღი: სროლის შედეგად 2 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის “თავდაცვის სამინისტროს” განცხადებით, აზერბაიჯანული მხრიდან სროლის შედეგად 2 სამხედრო დაიღუპა. „26 აპრილის ღამეს ყარაბაღის და აზერბაიჯანის შეიარაღებული წინააღმდეგობის ზონაში მოწინააღმდეგემ 80-ზე მეტჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”, – აღნიშნეს უწყებაში.
ყარაბაღის ოფიციალური ინფორმაციით, გამოყენებული იყო სხვადასხვა კალიბრის იარაღი, 60 და 82- მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნები, საზენიტო დანადგარი ЗУ-23-2, საზენიტო-სარაკეტო დანადგარი TR-107 და ტანკი. არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ, გარდა ამისა, დასახლებული პუნქტის – მარტაკერტის მიმართ სროლისას გამოყენებული იყო დანადგარი „გრადი“, ისროდნენ ასევე მატაღისის მიმართულებით.
„სროლის შედეგად სასიკვდილო ჭრილობები საკონტრაქტო სამსახურის სამხედროებმა, 1992 წელში დაბადებულმა ტიგრან პოღოსიანმა და 1972 წელს დაბადებულმა არამ არაშამიანმა მიიღეს“, – განაცხადეს არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში. სამხედრო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ „ყარაბაღის თავდაცვის არმიამ საპასუხო დარტყმები განახორციელა, რამაც აზერბაიჯანული მხარის ცოცხალი ძალის და ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი გამოიწვია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები