ოფიციალური აზერბაიჯანი: სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამშვიდობო შეთანხმება 113-ჯერ დაარღვიეს

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით 113-ჯერ დაარღვიეს”. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, გამოყენებული იყო მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი და 60-მილიმეტრიანი ნაღმტყორცნები.
სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ მოწინააღმდეგე მხრიდან სროლა დასახლებულ პუნქტებში, ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ სიმაღლეებზე და მთიან ყარაბაღში განლაგებული აზერბაიჯანული არმიის პოზიციების მიმართ იყო გახსნილი.
გარდა ამისა, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინიიტროს წარმომადგენლების განცხადებით, სომხურმა ქვედანაყოფებმა დარტყმა ასევე ქალაქ ტერტერს და ყარაბაღში ამავე დასახელების რაიონს მიაყენეს. „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ადეკვატური დარტყმა მოწინააღმდეგე მხარის მხოლოდ სამხედრო ობიქტებს მიაყენეს“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის სამხედრო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები