აშშ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას კიბერიარაღის მეშვეობით აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას კიბერიარაღის მეშვეობით აპირებს. ამის შესახებ გამოცემა The New York Times იუწყება.
როგორც გერმანიაში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, კიბერიარაღს კავშირგაბმულობის საშუალებების მწყობრიდან გამოყვანა და „ბოევიკებისთვის“ ფულის გადარიცხვის დაბლოკვა შეუძლია.
გარდა ამისა, ამ მეთოდით „ბოევიკთა“ სარდლების სახელით ყალბი ბრძანების გაცემა შეიძლება იმ მიზნით, რომ ტერორისტები ერთ ადგილზე შეაგროვონ და შემდეგ არტილერიის, ან ავიაციის მეშვეობით გაანადგურონ. დღესვე აშშ-ის პრეზიდენტმა სირიაში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ განაცხადა. ამიერიდან არაბულ რესპუბლიკაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად 300 ამერიკელი სპეცრაზმელი იქნება დისლოცირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები