აშშ და ბელორუსია ელჩების დაბრუნებას გეგმავენ

აშშ მიმდინარე წელს ბელორუსიასთან ელჩების დაბრუნების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ბელორუსიის საქმეებში აშშ-ის დროებითმა რწმუნებულმა სკოტ როლანდმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, მინსკში აშშ-ის ელჩის დაბრუნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის კარგი ნაბიჯი იქნება.
„ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხს ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერტად განვიხილავთ და დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა როლანდმა.
თავის მხრივ, ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმა განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ორ ქვეყანას საელჩოების დონეზე სრულფასოვანი დიალოგი ჰქონდეთ. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ვინაიდან ორივე ქვეყანა ურთიერთობების სრული ნორმალიზებისთვის მხად არის. აშშ-მ ბელორუსიიდან ელჩი 2008 წელს გაიწვია, მას შემდეგ, რაც მინსკის წინააღმდეგ სანქციები იყო შემოღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები