დედამიწის სიახლოვეს ორმა ასტეროიდმა ჩაიქროლა

დედამიწის სიახლოვეს ორმა ასტეროიდმა ჩაიქროლა. ერთის ზომა 490, ხოლო მეორესი 540 მეტრი იყო. ამის შესახებ საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მცირე პლანეტების ცენტრი იუწყება. ასტეროიდმა, რომლის ნომერია 2003 KO2, დედამიწას 7.9 მილიონი კილონეტრით ჩაუქროლა. მეორე ასტეროიდი, ნომრით 2016 FE1, დედამიწას 9 მილიონი კილომეტრით „ასცდა“. ასტრონომების განცხადებით, დედამიწასთან ან მთვარესთან შეჯახების საფრთხე არ არსებობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები