საფრანგეთში, ერთ-ერთ სკოლასთან, სროლა მოხდა

საფრანგეთის ქალაქ გრენობლში ორმხრივი სროლა მოხდა. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro იუწყება. ინციდენტს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანი ცეცხლსასროლი ჭრილობით დაიღუპა, ხოლო მეორე, ავტობუსის გაჩერებაზე მდგომი პირი, გულის შეტევით გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაჭრილი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები, გამოძიების ვერსიით, ორმხრივ სროლაში დაპირისპირებული კრიმინალური დაჯგუფებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც გავლენის სფეროების გადანაწილებას ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები