ირანში საფრანგეთის საელჩოს ყოფილ თანამშრომელს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ირანში საფრანგეთის საელჩოს ყოფილ თანამშრომელს, ნაზაკ აფშარს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 58 წლის ქალი თეირანში საფრანგეთიდან ავადმყოფი დედის მოსანახულებლად წავიდა. აფშარი თეირანის აეროპორტში მიმდინარე წლის მარტში დააკავეს.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ნაზაკ აფშარს ჯაშუშობა ბრალდება, ის პირველად 2009 წელს დააკავეს, მაგრამ საფრანგეთის მთავრობის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. იმავე წელს მან ირანის ტერიტორია დატოვა. ირანის სასამართლოს წარმომადგენლის, გულამჰუსეინ მოხსენის ინფორმაციით, ბოლო დროს საზღვარგარეთის ქვეყნებთან კავშირისთვის ირანში ხუთი პირი დააკავეს. ეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები, ან ირანიდან ემიგრაციაში წასული პირები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები