მექსიკის სანაპიროსთან 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მექსიკის სანაპიროსთან 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი ქალაქ სუჩიატედან 97 კილომეტრში მდებარეობდა. ცუნამის საფრთხე არ არსებობს, ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ცნობისთვის, გასულ კვირას იაპონიასა და ეკვადორში რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები