პაკისტანში ტკბილეულისგან მოწამლული 23 ადამიანი დაიღუპა

23 ადამიანი დაიღუპა პაკისტანში მას შემდეგ, რაც უხარისხო ტკბილეული მიირთვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტრაგედია პენჯაბის შტატში დატრიალდა. ადგილობრივმა მკვიდრმა შვილის დაბადების დღისთვის ტრადიციული კერძი – ლადუსი შეიძინა, რომლითაც მისი ოჯახის 11 წევრი დაიღუპა. დანარჩენები კი მომდევნო დღეებში გარდაიცვალნენ. მთლიანად ამ კერძით 77 ადამიანი მოიწამლა. ხუთის მდგომარეობა ამჟამად ძალზე მძიმეა. პოლიციამ ორი ადამიანი უკვე დააკავა. ერთ-ერთი ადგილობრივი საკონდიტროს მეპატრონეა, ხოლო მეორე – მისი ერთ-ერთი თანაშრომელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები