კიევში ცნობილი პოლიტოლოგი დაიღუპა
კიევში უკრაინელი პოლიტოილოგი, მოწინავე სამართლებრივი ინიციატივების ფონდის თანამშრომელი ანდრეი დოროშენკო დაიღუპა. ის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. დოროშენკო მანამდე უკრაინის უმეღლესი რადის დეპუტატის, ტარას ჩერნოვილის თანაშემწე იყო, ის ასევე გლობალური სტრატეგიის ინსტიტუტთანაც თანამშრომლობდა. პოლიციამ სისხლის სამართლსის საქმე აღძრა „განზრახ მკვლელობის“ მუხლით. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პოლიციას განზრახ მკვლელობაზე ეჭვი გაუჩნდა ის არის, რომ დაღუპული პოლიტოლოგი ამ სახლში არ ცხოვრობდა და გაუგებარია, იქ რას აკეთებდა. სხვა დეტალებს სამართალდამცველები არ აკონკრეტებენ.