ძაღლმა პატრონი გაზით გაგუდვას გადაარჩინა

 მწევარმა, სახელად „ქლობერიმ“, პატრონი ერინ კრამერი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გაგუდვას გადაარჩინა. შემთხვევა აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისში მოხდა. კრამერმა ძაღლი, რომელიც მან 2 თვის წინ შეიფარა, ართ დღეს კედელთან ცხვირით მიყრდნობილი შენიშნა. ამ კედლის მიღმა განთავსებული იყო სამრეცხაო. ქალმა რამდენჯერმე სცადა ძაღლის გარეთ გაყვანა, მაგრამ მწევარი ჯიუტად ექაჩებოდა მას უკან და კედელთან ბრუნდებოდა. კრამერი სამრეცხაოში გავიდა. მან გაზის მძაფრი სუნი იგრძნო და ხელოსანი გამოიძახა. აღმოჩნდა, რომ გაზი წყლის გამაცხელებელისგან ჟონავდა. პატრონი ძაღლის მადლიერია. „ის რომ არა, ცოცხალი არ ვიქნებოდი,“- განაცხადა კრამერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები