დამასკოში ტერაქტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

სირიის დედაქალაქ დამასკოში ტერორისტული აქტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. დანაღმული ავტომობილი შიიტურ კვარტალში აფეთქდა. შიიტი მოხალისეების ინფორმაციით, ტერორისტული აქტი ზიაბიას ბლოკ-საგუშაგოსთან მოხდა. სირიაში ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს, თუმცა დაპირისპირებული მხარეები მის დარღვევაზე რეგულარულად იუწყებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები