სერბეთში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა პარტიამ გაიმარჯვა

კოალიციამ, პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ვუჩიჩის ხელმძღვანელობით, სერბეთში 24 აპრილს გამართულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, სერბეთის „პროგრესულმა პარტიამ“ ხმების 49,3 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე 12,1 პროცენტით სერბეთის „სოციალისტური პარტია“ გავიდა. ხუთპროცენტიანი ბარიერი ასევე გადალახეს სერბეთის „რადიკალურმა პარტიამ“ (7,94%) და „დემოკრატიულმა პარტიამ“ – (6,13%). სერბეთი ერვოკავშირის კანდიდატია 2012 წლიდან. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მთავარი პირობებია: ეკონომიკური რეფორმების გატარება, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განვითარება, ასევე სიტყვის თავისუფლება და კოსოვოსთან ურთიერთობების ნორმალიზება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები