იემენში „ალ-ქაიდას“ 800 „ბოევიკია“ ლიკვიდირებული

იემენში სამთავრობო ძალების და არაბული კოალიციის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად „ალ-ქაიდას“ 800-მდე „ბოევიკია“ ლიკვიდირებული. ამის შესახებ სააგენტო SPA იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, განადგურებულ ტერორისტთა შორის ამ დაჯგუფების ლიდერებიც არიან. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იემენის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ელ მუკალა გაათავისუფლეს, რომელიც „ალ-ქაიდას“ მთავარი დასაყრდენი პუნქტი იყო. იემენში უკვე ერთ წელზე მეტია შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს ამბოხებულ ხუსიტებსა და პრეზიდენტ აბდ რაბუ მანსურ ჰადის ძალებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები