კიშინიოვში შეტაკებების შედეგად 14 პოლიციელი დაშავდა

კიშინიოვში მოლდავეთის პოლიციასა და მომიტინგეებს შორის 24 აპრილს მომხდარი შეტაკებების შედეგად 14 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სამედიცინო დახმარება 4 სამართალდამცველს დასჭირდა. სამედიცინო დაწესებულებებს ასევე ორმა სამოქალაქო პირმაც მიმართა. კიშინიოვის პოლიციის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ათასობით მომიტინგემ კვირას კიშინიოვში საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მთავრობა ოლიგარქებზეა დამოკიდებული და ხალხის საკეთილდღეოდ გადაწყვეტილებებს არ იღებს. ცნობისთვის, ბოლო წელიწადში მოლდავეთში ექვსი პრემიერ-მინი შეიცვალა. დღეს მოქმედი ვაველ ფილიპის მთავრობა მოლდავეთის პარლამენტმა მიმდინარე წლის იანვარში დაამტკიცა.სტრი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები