აშშ-მ და მოკავშირეებმა სირიაში „ისლამურ სახელმწიფოზე“ ავიადარტყმები განახორციელეს
აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე 28 ავიადარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. „ბი-ბი-სის“ ცნობით, სირიაში კოალიციის ავიაციამ ტერორისტების სამი საბრძოლო ქვედანაყოფი, ორი საცეცხლე წერტილი და ერთი საარტილერიო სისტემა გაანადგურა. ერაყში კი განადგურდა „ბოევიკების“ შტაბი, საველე პოზიციები, იარაღის საწყობი და სხვა ობიექტები.