ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიიდან 30 წელი გავიდა (ფოტოკოლაჟი)

30 წელი გავიდა უკრაინაში 1986 წლის 25 აპრილს გვიან ღამით ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ. ეს ავარია ისტორიაში ყველაზე სერიოზულ ტექნოგენურ კატასტროფად ითვლება. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია განხვავებულია, ვინაიდან საბჭოთა ხელისუფლება მას საგულდაგულოდ მალავდა. პირველ დღეს ავარიის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. ეს, ძირითადად, ის პირები არიან, ვინც მის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ. ამასთანავე, ჯანდაცვის მსოფლიო როგანიზაციის მიერ 2005 წელს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ავარიის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 ათასს შეადგენს. აქ შესულები არიან როგორც ავარიის ლიკვიდაციის დროს, ასევე მომდევნო პერიოდში რადიაციით დაღუპული ადამიანები. ორგანიზაცია „გრინპისი“ კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაღუპულია ათიათასობით ადამიანი, ვინაიდან აქ ის პირებიც შედიან, ვინც მომდევნო წლებში ონკოლოგიური დაავადებებით გარდაიცვალნენ. რადიაქტიური დაბინძურების 30-კილომეტრიანი ზონიდან, საერთო ჯამში, 115 ათასი ადამიანი იყო ევაკუირებული. ამ ზონაში ცხოვრება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში აკრძალული იქნება.
13100972_10205873287102957_1253410519_n 13090410_10205873286982954_816808299_n 13059761_10205873287182959_1449052807_n 13084157_10205873287062956_707414974_n 13045545_10205873287142958_2034554667_n 13101180_10205873286902952_711265563_n 13077108_10205873286942953_952472398_n 13059822_10205873287022955_539655024_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები