ავსტრალიაში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი მოზარდი დააკავეს
ავსტრალიის პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი 16 წლის მოზარდი დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სიდნეიში, საკუთარ სახლში დააკავეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ მოზარდი ტერაქტის მოწყობას ავსტრალიის ეროვნულ დღესასწაულზე გეგმავდა. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება, პოლიცია ვარაუდობს, რომ ის მარტო მოქმედებდა. ასაკის მიუხედავად, მოზარდს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ავსტრალიის ნაციონალური დღესასწაული – ავსტრალია-ახალი ზელანდიის არმიის კორპუსის დღე 15 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს ტერაქტების მზადების შესახებ ავსტრალიის პოლიცია შარშანაც იუწყებოდა. მაშინ მელბურნის პოლიციამ ხუთი მოზარდი დააკავა, რომლებიც ასევე ტერაქტს გეგმავდნენ.