აშშ სირიაში სამხედრო კონტინგენტს 300-მდე გაზრდის

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიაში სამხედრო კონტინგენტის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „ბი-ბი-სის“ ცნობით, სირიაში 300 ამერიკელი სამხედრო განთავსდება. ამჟამად სირიაში 50 ამერიკელი სპეცრაზმელი იმყოფება. ოფიციალურ განცხადებას, ბარაკ ობამა, სავარაუდოდ, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში გააკეთებს, სადაც ის ევროპელ მოკავშირეებთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა. გაზეთი Wall Street Journal იუწყება, რომ სირიაში გასაგზავნი სამხედროების უმეტესობა სპეცრაზმელები და სამხედრო მედოკოსები იქნებიან. ობამას მრჩევლები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ტერორისტულ დაჯგუფებასთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ უფრო ეფექტური ბრძოლის საშუალებას იძლევა. გასულ კვირას პენტაგონმა ერაყში დამატებით 217 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის გადაწყვეტილებაც მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები