ყარაბაღში სროლები განახლდა – სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაზე ინფორმაციას ავრცელებენ
ყარაბაღში გუშინ გვიან ღამით სროლები განახლდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ახალ ფაქტებზე განაცხადეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვრის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც სომხურმა მხარემ საპასუხო დარტყმები მიიტანა.
სომხეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ საუბრობს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება. მათი ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა სროლების საპასუხოდ საცეცხლე დარტყმები მიიტანეს, რა დროსაც განადგურდა სომხური მხარის კუთვნილი ტანკი.