საფრანგეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა

საფრანგეთის ჩრდილოეთით, ნონანკურის დასახლებაში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
სამაშველო სამსახურის 50-მდე თანამშრომელი ნანგრევებში მოყოლილი დაშავებულების გამოყვანას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.
უსაფრთხოების მიზნით, მიმდიბარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციაც განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები