პეტრო პოროშენკო უკრაინაში ერთიანი მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნის ინიციატივით გამოდის
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინაში ერთიანი მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
შესაბამისი განცხადება მან საეკლესიო საბჭოსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. როგორც პოროშენკომ განაცხადა, ჰიბრიდული ომის პირობებში, როდესაც უკრაინა მეზობელი ქვეყნის აგრესიას ებრძვის, მტერი რელიგიური ფაქტორის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს. პოროშენკოს თქმითვე, ეკლესია სხვა სახელმწიფოებისგან ადმინისტრაციულად დამოუკიდებელი უნდა იყოს.