თურქეთში “ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი სავარაუდო წევრი დააკავეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყველა მათგანი უცხოელია. ანტიტერორისტული ოპერაცია თურქეთის ქალაქ კონიაში ჩატარდა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, ისინი ტერორისტულ თავდასხმას მაღალჩინოსნებზე და სტრატეგიულ ობიექტებზე გეგმავდნენ. „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო წევრები თურქეთში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის და ევროპული საბჭოს თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის ვიზიტამდე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები