ბანგლადეშში უნივერსიტეტის პროფესორი ცივი იარაღით მოკლეს

ბანგლადეშში ადგილობრივი უნივერსიტეტის პროფესორი ქუჩაში ცივი იარაღით მოკლეს. ინგლისური ენის 58 წლის პედაგოგს რეზაულ კარიმ სიდიკს ავტობუსის გაჩერებაზე თავს დაესხნენ და ის მაჩეტეთი მოკლეს.
სიდიკი კულტურულ პროგრამებში მონაწილეობდა და მან ქალაქ ბაგმარაში მუსიკალური სკოლა გახსნა, სადაც ადრე ისლამისტების ბაზა იყო. ამასთანავე, კოლეგები ამბობენ, რომ ის რელიგიურ თემებზე განცხადებებს არ აკეთებდა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, პროფესორს კისერში მაჩეტე სამჯერ ჩარტყეს, რაც მკვლელობის სისასტიკეზე მიუთითებს.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ბოლო თვეებში ბანგლადეშში რამდენიმე პოპულარული ბლოგერი და ათეისტი მოკლეს. მკვლელობებში ადგილობრივი ისლამისტები არიან ეჭემიტანილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები