ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ნავიდან ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელიც წყალქვეშა ნავიდან გაუშვა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. სეული აცხადებს, რომ სამხედროები ჩრდილოეთ კორეის მოქმედებას აკვირდებიან.
ამასთანავე, სამხრეთ კორეაში ვერ აკონკრეტებენ, რამდენად წარმატებული იყო რაკეტის გამოცდა და რამდენად შორს გაფრინდა ის. ჩრდილოეთ კორეა ცდილობს, წყალქვეშა ნავებისთვის ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგია განავითაროს. სეული რამდენიმე დღის წინ იუწყებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეა ახალი ბირთვული ცდებისთვის ემზადება. იანვარში ფხენიანი აცხადებდა, რომ მან წყალბადის ბომბი გამოსცადა. ამის შემდეგ ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედდა.