ზიკას ვირუსით დაინფიცირება 2 მილიარდზე მეტ ადამიანს ემუქრება

2 მილიარდზე მეტი ადამიანი იმ რაიონებში ცხოვრობს, სადაც ზიკას ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს. ამის შესახებ გამოცემა eLife-ი იუწყება. ვირუსის გავრცელების გამო მიმდინარე წლის დასაწყისიდან ზოგიერთ ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია იყო გამოცხადებული.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ზიკას ციებ-ცხელება Aedes aegypti-ის ტიპის კოღოს გადააქვს. თუმცა ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ეს ვირუსი მხოლოდ Aedes aegypti-ის ბინადრობის არეალით არ შემოიფარგლება და დაავადების გადაცემის პროცესი ბევრად უფრო რთულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები