აშშ-ის მაიამის შტატში ექიმმა მძღოლი სცემა და სამსახური დაკარგა (ვიდეო)

აშშ-ის მაიამის შტატში ექიმი ანჯალი რემკინსონი სამსახურიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც YouTube-ზე სკანდალური ვიდეო გავრცელდა. მასზე 40 წლის ექიმია გადაღებული, რომელიც კომპანია Uber-ის მძღოლს სცემს და უწმაწური სიტყვებით ლანძღავს. როგორც გამოცემა Miami Herald-ი იუწყება, ანჯალი რემკინსონის სკანდალური ვიდეო იანავარში გამოქვეყნდა. მას შემდეგ საავადმყოფომ ეს ფაქტი დეტალურად შეისწავლა და სამსახურიდან ექმიმის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ვიდეოზე, რომელიც ანჯალი რემკინსონის სამსახურიდან გაშვების მიზეზი გახდა, ქალია გადაღებული, რომელიც მძღოლს უწმაწური სიტყვებით მიმართავს, ხოლო შემდეგ მას სახეში ურტყამს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები