რა გახდა პრინცის სიკვდილის მიზეზი – პოლიციამ ინფორმაცია გაასაჯაროვა
მომღერალი პრინცის გარდაცვალების მიზეზი ცნობილი გახდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე მომღერალმა ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზა მიიღო. 15 აპრილს ატლანტაში გამოსვლის შემდეგ პრინცის თვითმფრინავი დროზე ადრე დაეშვა და მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მისმა წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პრინცს უბრალოდ გრიპი ჰქონდა. ექიმებმა მას ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის საწინააღმდეგო პრეპარატები დაუნიშნეს და საავადმყოფოში კიდევ 24 საათის განმავლობაში დარჩენა ურჩიეს. თუმცა, ცალკე პალატის არ არსებობის გამო პრინცმა დროზე ადრე გამოწერა გადაწყვიტა და საავადმყოფოდან 3 საათის შემდეგ წავიდა.
პოლიციაში გაასაჯაროვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრინცი ნარკოტიკის ზეგავლენის გამო გარდაიცვალა, თუმცა გამოძიება გრძელდება.
შეგახსენეთ, რომ პრინცი გარდაცვლილი საკუთარი სტუდიის ლიფტში აღმოაჩინეს.