კასპიის ზღვაში ტანკერზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ერთი ადამიანი დაიღუპა კასპიის ზღვაში რუსულ ტანკერზე გაჩენილი ხანძრის გამო. ინციდენტის დროს ტანკერი ნავთობპროდუქტებით დატვირთული არ ყოფილა. ეკიპაჟის 10 წევრი სხვა გემზე იყო ევაკუირებული. ინფორმაცია ტანკერზე გაჩენილი ხანძრის შესახებ აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ გაავრცელა.
ავარიის მომენტში გემი ნაპირიდან 110 კილომეტრში იმყოფებოდა. ასეევ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტანკერის ეკიპაჟი რუსეთის და ყაზახეთის მოქალაქეებისგან შედგებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები