სირიის მხრიდან თურქეთის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში, ქალაქ კილისის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქში ოთხი რაკეტა აფეთქდა, რომლებიც სირიის მხრიდან, იმ ტერიტორიიდან გამოუშვეს, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტი თურქეთში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის, ევროსაბჭოს ხელმძღვანელის დონალდ ტუსკის და ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილის ფრანს ტიმერმენსის ჩასვლამდე ერთი დღით ადრე მოხდა. დელეგაციამ სირიელი ლტოლვილების ბანაკი უნდა მოინახულოს, რომელიც გაზიანტეპის პროვინციაში მდებარეობს.
ბოლო დროს სირიის ტერიტორიიდან თურქეთის სამხრეთ ნაწილში განთავსებული დასახლებული პუნქტები რელგულარულად იბომბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები