ეკვადორში ბოლო დღეებში მესამე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ეკვადორში ბოლო დღეებში მესამე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის მაგნიტუდამ 5,8 შეადგინა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მიუსნესთან მდებარეობდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
17 აპრილს ეკვადორში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად 600-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ყოველდღე უფრო მცირე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ფიქსირდება.
17 აპრილის მიწისძვრა ეკვადორში უძლიერესი იყო 1979 წლიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები