ბაღდადში ტერაქტის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში თვითმკვლელი ტერიტორისტის აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაჭრილია 20-ზე მეტი ადამიანი. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ტერაქტი შიიტურ მეჩეთში იმ დროს მოხდა, როდესაც იქ მომლოცველები იყვნენ შეკრებილები.
ერაყის პოლიციის ინფორმაციით, ერთი თვითმკვლელი ტერორისტი პოლიციამ ბომბის აფეთქებამდე გაანადგურა. კიდევ ერთი ბომბი ტერორისტმა აბუ გრეიბის რაიონში ააფეთქა, რის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაიჭრა.
გაეროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში ერაყში ტერაქტების და საბრძოლო მოქმედებების შედეგად 670 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1290 – დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები