აშშ-ის ჯორჯიის შტატში ხუთი ადამიანი მოკლეს

აშშ-ის ჯორჯიის შტატის პოლიცია ხუთი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს ეძებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, ყველა დაღუპულს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხედრები ორ ადგილას აღმოაჩინეს. ეჭვმიტანილის ვინაობა პოლიციამ უკვე დაადგინა. სამართალდამცველების ცნობით, ის მარტო მოქმედებდა.
ეს ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში მომხდარი მეორე მასიური მკვლელობაა. პარასკევს საღამოს ოჰაიოს შტატში შვიდი ადამიანი მოკლეს, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. ოჰაიოს პოლიციას მკვლელობაში ეჭვმიტანილების შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები