„ისლამურმა სახელმწიფომ“ დამასკოსთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტი ტყვედ აიყვანა

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ სირიის სამთავრობო ძალების სამხედრო თვითმფრინავის პილოტი ტყვედ აიყვანეს. თვითმფრინავი პარასკევს საღამოს დამასკოს აეროდრომის მახლობლად ჩამოვარდა. ამის შესახებ Sky News იუწყება.
გავცელებული ინფორმაციით, დამასკოს მახლობლად „მიგ-23“-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. პილოტმა კატაპულტირება მოახერხა, მაგრამ „ბოევიკებმა“ ის ტყვედ აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები