გიორგი ვოლსკი IRI-ის კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ვოლსკი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმაურება.
როგორც მან კვლევის შედეგებთან დაკავშირებით აღნიშნა, არ დარჩენილა არც ერთი კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული კონტროლის ქვეშ არ ჰყოლოდა.
„IRI-ის კვლევები, ისევე, როგორც NDI-ის კვლევები ერთი და იმავე ქართული ორგანიზაციების მიერ ტარდება. არ დარჩენილა არც ერთი კვლევითი ორგანიზაცია, თუნდაც საინფორმაციო საშუალება, რომელიც საკმაოდ სერიოზული კონტროლის ქვეშ არ ჰყოლოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. აქედან გამომდინარე, ჩვენი დამოკიდებულება კვლევების მიმართ, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმდაც 2012-ში, შემდგომ არჩევნების პერიოდში მონაცემები სხვაა, შედეგი კი – სხვა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
კითხვაზე – „ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?“ გამოკითხულთა 20% – „ქართულ ოცნებას“, 19% – „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 13% – „თავისუფალ დემოკრატებს“ ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები