„ნაცმოძრაობასა“ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის გადაულახავ განსხვავებად დარჩება, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტ სააკაშვილის არშეწყალებაზე” – თინა ბოკუჩავა

„ნაცმოძრაობასა“ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის გადაულახავ განსხვავებად დარჩება, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტ სააკაშვილის არშეწყალებაზე”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფაქტს ისტორია შეაფასებს.

“ძლიერი, სუსტი თუ საშუალო კოორდინაცია და კოორდინაციის გრადაცია არ არის ჩემი აზრით ის რეალური მოლოდინი, რაც არსებობს საზოგადოებაში. ქვეყნის შიგნით კოორდინაციის რეალური შესაძლებლობა მდგომარეობს ერთიან ფრონტში, ერთიან სამომავლო სიაში, ერთიან პოლიტიკურ გაერთიანებაში. თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იქნება ადამიანი, რომლის ირგვლივაც შეიქმნება ეს ერთობა, ვფიქრობ, ყველაზე რეალისტურია, ან თუ არ შედგა, ამ დისკუსიას უნდა დაესვას წერტილი და მე ასეთ თარიღად ყველაზე რეალისტურად წარმომიდგენია 31 მარტი. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჰქონდა და ექნება ყველაზე ცხადი, მტკიცე და გამოკვეთილი პოლიტიკური იდენტობაც და დღის წესრიგიც, ამაში არ მდგომარეობს პრობლემა, როცა საზოგადოების დაკვეთა გაერთიანებაა, ამას ადეკვატურად და გულწრფელად უნდა უპასუხონ პოლიტიკოსებმა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები