თბილისში შსს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების განახლებული ცენტრი გაიხსნა

თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების განახლებული ცენტრი გაიხსნა.

შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, განახლებული სივრცე მომსახურების სააგენტოს დირექტორმა – ზურაბ ზუბადალაშვილმა დაათვალიერა და ცენტრში დასაქმებულ თანამშრომლებს გაესაუბრა.

“მოქალაქეები, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე განახლებულ ცენტრში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ გარემოში მიიღებენ შესაბამის მომსახურებას.

აღნიშნულ ცენტრში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისით სარგებლობაა შესაძლებელი, კერძოდ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, საექსპერტო შემოწმება და საექსპერტო აქტის შედგენა, ასევე სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის მოპედის, მოტოციკლის, მისაბმელის, სასოფლო/სამეურნეო და სამშენებლო ტექნიკის) ექსპორტი, პირველადი რეგისტრაცია და გადაფორმება”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები