“კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” და მისმა ანასხლეტებმა არათუ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ არჩევნებში, არამედ საერთოდ უნდა გაქრნენ ქართული პოლიტიკიდან” – მაჭარაშვილი
“კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” და მისმა ანასხლეტებმა არათუ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ არჩევნებში, არამედ საერთოდ უნდა გაქრნენ ქართული პოლიტიკიდან – საგამოძიებო კომისიაც ამას ემსახურება და ჩვენი – “ხალხის ძალის” წერილები და კომენტარები სწორედ ამას ემსახურება”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სწორი, რადგან აუცილებლად შეივსება ის პოლიტიკური ველი, რასაც ტოვებს კოლექტიური ნაცმოძრაობა”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.