“ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა ოპოზიციის გაერთიანება; ერთიანობა არის ის გარედან შემოგზავნილი თემა, რომელიც მიუღწევადია” – სალომე ზურაბიშვილი

“ჩემი მიზანი არასოდეს  ყოფილა ოპოზიციის გაერთიანება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვა, გაერთიანება ნიშნავს, რომ ჩვენ ვამზადებთ მომავლისთვის კიდევ ერთხელ, ერთპარტიულ მმართველობას”, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთიანობა არის ის გარედან შემოგზავნილი თემა, რომელიც მიუღწევადია.

„არასოდეს არ ყოფილა ჩემი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვა, რომ გაერთიანება ნიშნავს, რომ ჩვენ ვამზადებთ მომავლისთვის კიდევ ერთხელ, ერთპარტიულ მმართველობას. მე მგონი, გვეყოფა რაც მივიღეთ გამოცდილება აქამდე. მე ვამზადებ და ვარ საკმაოდ ოპტიმისტური ამ მიმართულებით, ვამზადებ ძლიერ კოორდინაციას. ძლიერი კოორდინაცია არის ის, რაც უძლებს ყველაფერს და ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი. უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა რეალურად, გვინდა ძლიერი კოორდინაცია არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, ასევე ამ საზოგადოების, რომელიც არის წამყვანი ამ პროტესტში დღეს და რომელსაც უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი ამ კოორდინაციაში. ასევე, ის ბიზნესი, რომელიც დღეს თავისი კუთხით ეხმარება ამ საპროტესტო მოძრაობას. ყველა, ვინც არის ჩართული, ყველა სეგმენტი ამ საზოგადოების ამ კოორდინაციაში უნდა მონაწილეობდეს თავისი საშუალებებით იმისთვის, რომ ჩვენ ნამდვილად გავშალოთ საზოგადოებრივი ბრძოლა. კოორდინაცია არის აუცილებელი, თუ არა, დაქსაქსულები ვართ და არ იღებს ეს მოძრაობა თავის ბოლო ფორმას. ერთიანობა არის ის გარედან შემოგზავნილი თემა, რომელიც მიუღწევადია. ადამიანები არიან სხვადასხვანაირი, პირიქით, იქმნება როგორც მესმის, ახალი პარტიები, ეს არის ახალი სისხლი, რომელიც შემოვა ამ ქვეყანაში. მთავარია, რომ არ იყოს დაპირისპირება და იყოს ყველაფერი, რამდენადაც შეიძლება კოორდინაციაში მოყვანილი. მე ამაზე ვარ პასუხისმგებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები